mus melomans HI There

გადავედი ახალ მისამართზე : http://IDea.blog.ge

რახან გაზაფხულზე ჩამოვარდა საუბარი 🙂 ესეც აღმოვაჩინე არც ისე ძველია მაგრამ … თემატურად იმედია არ გამკიცხავთ (ვინც კითხულობს ჩემ სისულელეებს) არაფერია იმაში უცნაური რომ ხანდახან ადამიანებს ერთმანეთისგან დასვენება ჭირდებათ… თუმცა … იანვარია… ახლა მხოლოდ იმაზე შეიძლება ფიქრი , როდის მოვა გაზაფხული და როდის ააჯრიალებს თბილისის ქუჩებს თეთრად გაშილილი ალუჩის ყვავილები… შენ ალბათ როგორც ყოველთვის ერთ ჭიქა ყავაზე დაგპატიჯებ სადმე… და შენ როგორც ყოველთვის უარს მეტყვი… მაინც რატომ ხდება ისე რომ ბეზრდება ადამიანს ადამიანი ?! ამას წინათ რაღაც წამაკითხა დედაჩემმა… რაღაც გაზაფხულზე… ძალიან ლამაზად იყო აღწერილი რომელიღაც გაზეთში გაზაფხული თბილისში და მომეწონა… ალბათ შენ ისევ გაგიკვირდება რატომ ვწერ ამდენს თბილისზე. რატომ ვწერ და იმიტომ რომ ეს ! ეს ჩემი ქალაქია. ჩემი სუნთქვაა ჩემი ქუჩა, ჩემი კედელი , ჩემი აგური , ჩემი ეზო და ჩემი ბინგო! (ჩემი ძაღლი) ამაზე მეტი სხვა სითბო მე არ გამაჩნია. ერთი საინტერესო გოგონას თქმის არ იყოს – აქ ვისწავლე მე სიყვარული, სიკეთე და ყოველივე კარგი რაც კი გამაჩნია. დღეს ცოტა ციოდა… კარგია როცა ვიღაც გისმენს, ან უბრალოდ თავს იკატუნებს მაინც , ვითომ გისმენს. ეს მამაკაცში რაღაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს . თავს თითქოს უფრო თავდაჟერებულად გრძნობ! Gგემატება თვითკმაყოფილების და ამპარტავნობის შეგრძნება. ყველაფერი რაც კი ოდესმე დამიწერია ამ წერილის ჩათვლით – ახალი ენერგიით მავსებს და მიყვარს! ხო მართლა , კინაღამ დამავიწყდა – სინამდვილეში დღეს 24 დეკემბერია , ისე მართლაც ციოდა და ბინგო მარტო ჩემი ძაღლი არ იყო. თუმცა შეიძლება ჩავთვალოთ რომ ჩემი იყო. მერე მოკლეს.. ლამაზია თბილისი ზამთარშიც ზაფხულშიც და გაზაფხულზე ! უფრო მეტად. 1:03.

გაზაფხული. თუ კარგად ჩაეძიები , უფრო მეტს დაინახავ ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად როგორ ადვილად რიგდებიან ომობანას დროს მოთამაშე ბავშვები , კიდევ როგორ მოხშირებულად ეხვევიან ერთმანეთს ქუჩაში მოსიარულე წყვილები. ყველაზე მკაფიოდ მაინც ქალაქის ღიმილი ჩანს, ხალხიც ახლა ბევრად უფრო ხშირად იღიმის ვიდრე რომელიმე სხვა დროს. ხო კიდევ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად შეამჩნევ აყვავებულ ალუჩებს, და მათ სუნს. Mმაგრამ ამ აურზაურში სევდაც დიდი დოზით ირევა , ამ დროს ყველაზე ხშირად ენატრებათ ვიღაცეებს ვიღაცეები , უფრო კონკრეტულად მე შენ. და შენ მე , ან სხვა. ჩემთვის მაინც ყველაზე მიმზიდველი გაზაფხულზე წვიმაა, სველი ასფალტის, აყვავებული ნაყოფების, მანქანის გამონაბოლქვის და სხვადასხვა კლასის ადამიანების ადღლეზილი სუნი …. ამ ყველაფერს ხიბლს მატებს სამარშუტო ტაქსების გემოვნებიანი მძღოლების სწორად შერჩეული აკომპონიმენტი , და საღამო ტრანსპორტის ამ სახეობაში. შესამჩნევია ის ფაქტიც რომ გაზაფხულზე “მარშუტკაში” ყველა განსაკუთრებით უკანა სავარძელზე ფანჟრის მხარეს მიილტვის. იღბლიანი ხარ იმ შემთხვევაში თუ კარგი მძღოლი შეგხვდა , მარშუტი ცარიელია , წვიმს და გაზაფხულია. ბედნიერების რამოდენიმე წუთი შეიძლება ამ მეთოდითაც შეიგრძნო, თუმცა სხვა მრავალი გზაც შეიძლება გამონახო. მაგალითად თუ შეყვარებული ხარ და შენს შეყვარებულს არც ისე ბრაზიანი მშობლები ყავს … გაზაფხულზე შეგიძლია მარტივადაც გაერთო მაგრამ ეს დღე არასდროს დაგავიწყდეს, მაგალითად შენ მეზობელი თუ “კაი ტიპია” დასვენების დღე აქვს , მისი იაფფასიანი ავტომობილი მზისსხივებს ირეკლავს , ოთხივე კარი ღია აქვს და მთელი შენი სამეგობრო ირგვლივ დატრიალებს ავტომობილს და თავის ისტორიებს ყვებიან , ზოგი მანქანაში ზის და ცდილობს რადიოში საინტერესო და შესაფერისი მელოდია იპოვნოს. თუ ამასობაში საღამო შემოიპარა და ლუდიც შენი განუყრელი მეგობარია , ბედნიერი კაცი ხარ! როგორც ყველა ქალაქში , ჩვენთანაც ამ დროს მატულობს “კაი პონტები” , მაგალითად როგორიცაა რომელიმე ქუჩის “კაფეში” ერთობლივი ფეხბურთის მატჩების ყურება. მართალია არიან ადამიანები რომლებსაც ჭეშმარიტად ფეხბურთის შედეგები აინტერესებს მაგრამ შენ თუ რომანტიკოსი ხარ , ყველა შენს მეგობარს თვალებში უყურებ და კარგად იმახსოვრებ ამ დღეს და მთელი სხეულით გრძნობ , როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ სითბოს და ბედნიერი ხარ ! გარდა ამ ყველაფრისა გაზაფხულზე კარგად გრძნობ როგორ მოდის ზაფხული და ცოტა ალბათ სევდიანი მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმედით და სიხარულით განეწყობი , სევდიანი იმიტომ რომ გაზაფხული მიდის… და სიხარულით – ზაფხული მოდის ! ეს წუთებიც დასამახსოვრებელია რადგან ესეთი მომენტები , გასათვალისწინებელია რომ , წელიწადში ერთხელ დგება. ისიც გაზაფხულზე. თუ გაზაფხული მოგენატრა და ჟერ 25 იანვარია , არ მოიწყინო სულ რაღაც ერთი თვე და ხუთი დღე დარჩა და ის კარს შემოაღებს. . .

ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად ჩხუბობდა, უფრო ხშირად მოწყენილი იყო და ყველაზე ხშირად ყველას დასცინოდა. ეს ალბათ იმიტომ რომ მისი ნაკლი ისეთი თვალსაჩინო არ ყოფილიყო. მოკლედ ქერა იყო საშუალო სიმაღლის და სიმპათიური. ყველაზე მეტად უყვარდა როდესაც მას აქებენ , და ყველაზე მეტად არ უყვარდა როდესაც მასზე ცუდს ლაპარაკობდნენ. აღნიშნული მისი ნაკლი კონკრეტულს არ წარმოადგენს , ასეთი მრავალი ჰქონდა ისევე როგორც დადებითი თვისებები, მოკლედ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მანამ სანამ შეუყვარდებოდა …
 მერე შეუყვარდა . ახლაც უყვარს . თითქმის მთლიანად გამოიცვალა, ამ ბოლო დროს სულ წერს , ოპტიმისტურად. აივნიდან აღარ იფურთხება და წინდებსაც აღარ ალაგებს მაგიდაზე. თავიდან ცოტა გაუჭირდა, მერე დაიფიცა და მაინც გადააგდო.
აღარც ალცოჰოლს ეტანებოდა ისეთი სიხშირით. მხოლოდ მუსიკა დარჩა ძველებური. ისევ ის მოსწონდა რასაც “კაიფში” უსმენდა და მოსწონდა.
 გუშინწინ შემხვდა , სამსახურს ვიწყებო. ეს სიტყვები არ გამკვირვებია –სულ ამას იძახდა, მაგრამ ახლა ზედმეტად გულწრფელი იყო.
 ნინი კარგი გოგოა, ლამაზი – კეთილი და ცოტა გოიმიც. ისევ სწავლობს და მისი მიზნები სულაც არ ემთხვევა ქერა ბიჭისას. თუმცა მოძველბიჭო ელემენტები ბავშვობიდან მოსწონდა. თანაც ქერას ისეთი ცხოვრება აქვს გამოვლილი … ალბათ ნინის მოსწონს ეს. მაგრამ არა ქერა  ! მისი ცხოვრება.
 ნინიც მხვდება ხოლმე – მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემს მეზობელზე და დიპლომატიურად გამოვსტყუებ ხოლმე რაღაცეებს. ისე ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ.
მე და ნინი . მეც მომწონდა, თუმცა ეხლა რაღა დროს ეს არის.
 მე ! მე კი ერთი ჩვეულებრივი ქერას მეზობელი ვარ , ალბათ ყველას ყავს ჩემნაირი მეზობელი, და ქერასნაირიც. მე ვმუშაობ, ძირითად დროს სამსახურში ვატარებ, დანარჩენს ოჟახში – და იმ გამონაკლისს როდესაც არც ოჟახით ვარ დაკავებული და არც სამსახურით , უბრალოდ ვხსნი ნოუთბუქს და ვწერ. Aახლა სწორედ ეს დროა. ჩვენ განვიხილავთ ქერას ცხოვრებას.
  2 წლის შემდეგ.
ეს ყველაფერი 2 წლის წინ იყო. ჩემი ნოუთბუქი უკვე ძველ მოდელად ითვლება და სწორედ ახლა ვაპირებ გაყიდვას , ჩემს ძველ ფაილებს კი ახალში გადავიტან. ხოდა სწორედ ამ დროს შემომეფეთე შენ . ჩემო ძველო ჩანაწერო.
ხლა უკვე სხვა დროა. დიდი ამბავია და ცოტა არ იყოს მეზარება კიდეც ამის მოყოლა, ხოდა უცბათ ვიტყვი . მე ნინი მოვიყვანე ცოლად. ის გოიმი აღარ არის – სხვა დანარჩენი იგივეა. ისევ სწავლობს. ჟერ შვილი არ გვყავს მაგრამ, ვგეგმავთ…
 ხო მართლა ჩემი მეზობელი მშვენივრად გამოიყურება – სადღაც მუშაობს სცენარისტად. მგონი რაღაც იუმორისტულ ტელე სერიალში. ცოლიც ჰყავს , შვილიც. კიდევ მანქანა ჰყავს მაგარი. ჩემზე მაგარი. ისევ ვმეგობრობთ. ახლა ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა- გუშინწინ შემხვდა – მკითხა როგორ ხარო. რა უნდა მეთქვა , კარგად ვარ ღვთის წყალობით.   ახალ სამსახურს ვეძებ , ხოდა შემპირდა რამეს გამოგინახავო.
მეც ველოდები , როგორც არასდროს…

გათენდა…

ძილის დროაო ამბობენ ხოლმე , ალბათ გასაგებია ყველასთვის ეს ის დროა როცა ადამიანს ეძინება მაგრამ არ მომწონს მე ეს ქართული გამოთქმა . ნუთუ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში ძილის დრო ? ამას მე ვქადაგებ ? ! არ მჯერა აი ახლაც მგონი უკვე “ძილის დროა” , მაგრამ მე მაინც წყეულ კომპიუტერთან ვზივარ და მუსიკის ფონზე ჩემს აზრებს ვუუზიარებ . . .
სულ ამბობდა დღეს ღამე მირჩევნიაო …
არადა თვითონაც ხვდებოდა რომ არაფერი შეედრება – თვალებს რომ გაახელ და დილა რომ ღამეს უგებს … ქალაქის თბილ ხმაურში რომ გაგეღვიძება შენც თბილად და სულ არ ფიქრობ იმ დღეზე რომელიც უნდა გაატარო…
მაგრამ მაინც ამბობდა – ღამით უფრო გაბედული და თავუსუფალი ვარ ვიდრე დღისითო – მერე , სულ სვავდა და თავისთავს აჯერებდა რომ წესით და რიგით ყველაფერი პირიქით იყო მოწყობილი , ეს ადამიანებმა მოინდომეს დღისით ცხოვრება და ღამით ძილიო…  მე რომ ვუსმენდი ბევრ რამეში თითქოს იმ დროს ვეთანხმებოდი მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლება ადამიანებმა ღამით იმუშაონ და დღისით იძინონ…  აი …. აღმოჩნდა რომ ვცდებოდი . მან შეცვალა ყველაფერი ეხლა დილის 9 საათია და ნახევარი პლანეტა დასაძინებლად ემზადება . ვერასდროს გავცვლიდი ერთ ჭიქა ვისკიში მეორე დღეს – მან … თუმცა არც მას გაუცვლია მან უბრალოდ დღეს სახელი შეუცვალა.
და ალკოჰოლი სიცოცხლის გზამკვლევად აქცია .
ამ ამბის მერე სულ მემალებოდა

მაშ ასე – თევზაობა 2008 _ის ფოტო რეპორტაჟი. წინა პოსტში მიწერია რომ წავედით სათევზაოდ და ცოტა დამეზარა მერე წერა, ეხა მივამატებ რომ , სათევზაოდ ვიყავით “ჟინვალზე” (მგონი სწორად დავწერე) წავედით 4 – ნი : მე , მია (http://gruzia.wordpress.com) , ანდრო (ნათესავ) გიო (ტოჟე ნათესავ) რომ ვთქვა დიდი მოყვარული ვარ მეთქი და გამოცდილი მეთევზე, მოვიტყუები , სულ რამოდენიმეჯერ მაქვს ნათევზავვები – ისიც დიდი შედეგები არ მქონდა.

წავედით ნივით რომელიც ყველგან მივა
დღის ფრაზა იყო : ნივა რომელიც აბსოლიტურად ყველგან “ნივა” : ) ))
გავიარეთ დიღომში , მია ჩავაგდეთ უკანა სავარძელზე (ჩავაგდეთ იმიტო რო , ორჯერ გვალოდინა და თანაც დიდხანს)
და შევუდექით გზას Bღღ გზა არც თუ ისე სახარბიელო იყო მაგრამ ნივა რის ნივაა თუ აბსოლიტურად ყველგან ვერ “ნივა” NIVA ))) აბსოლიტური სიბნელე იყო როდესაც მდინარის ნაპირებს მივუყვებოდით, მაგრამ ნივა რის ნივაა თუ აბსოლიტურად ყველგან ვერ NIVA . ხოდა მივედით დანიშნულ ადგილას სადაც ანდროს თქმით მდინარე უერთდება კიდე რაღაც მდინარეს თუ რაღაც ამდაგვარი და აქ წესითა და რიგით (ასევე კანონით) უნდა ყოფილიყო თევზის N რაოდენობა – ამას ქვევით შეიტყობთ რაოდენ მართალი იყო დიდებული მეთევზე(ანდრო) .

თბილისი – სუპერმარკეტში გადასული გიოს და ანდროს მოლოდინში (ნამეტანი დიდხანს იყვნენ შესულები ) დროის უსაქმურად ხარჯვას ვამჯობინე რაიმე საინტერესო მომეფიქრებინა და “რულის ჩამკეტი” გავირტყი თავში.

იხილეთ გაგრძელება
Read the rest of this entry »

ტოპ კლიკები

  • არაფერი

ტეგები

ბლოგის რეიტინგი

  • 8,431 ჰიტები

მთვლელი

ქვეყნების მთვლელი

კალენდარი

ივნისი 2017
« იან    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კონტაქტი ჩემთან

ვინმეს თუ სურვილი გექნებათ დამიკავშირდეთ თუნდაც სარეკლამო ღილაკების გაცვლის მიზნით, ჩემი "მაილია" : berdzena@caucasus.net

—————–

გაკვეთის შედეგმა აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გაკვეთა იყო ----------------- გოგონა. რა ღირს თქვენთან ერთად ღამის გატარება? – ათი დოლარი. – რატომ ასე იაფი? – ვხვრინავ. ------------ uhuhuhu